საერთაშორისო

საქართველოში კორონავირუსის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1179 პაციენტი. გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7179 PCR ტესტით.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 251 071-ს შეადგენს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2998 პირი ემსხვერპლა. 

ნახეთ მეტი
Back to top button