მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და რუსეთი Covid- ით გამოწვეულ მიმოსვლის შეზღუდვებს გააუქმებს

სომხეთისა და რუსეთის მთავრობები აღმოფხვრიან  კორონავირუსის გამო გამოწვეულ მიმოსვლის ბარიერებს.  ამის შესახებ სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა  განაცხადა პარლამენტში პოლიტიკური დებატებისას.

”ჩვენ ვმუშაობდით  ამ პრობლემის მოგვარებაზე  ევრაზესის  ფარგლებში, მაგრამ  ვერ მივაღწიეთ წარმატებას,  შევეცადეთ გამოსავალი გვეპოვა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებით,რომელიც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ თავისუფალი სასაზღვრო პრინციპი ყველა ჩვენი თანამემამულისთვის, რომლებსაც აქვთ ტესტის შედეგები ან იყო დაავადებული და უკვე გამოჯანმრთელდა.  მივიღეთ მთავრობის გადაწყვეტილება, ახლა ველოდებით რუსეთისგან მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას, რის შემდეგაც მექანიზმი დაიწყებს მუშაობას”, – თქვა მჰერ გრიგორიანმა.

„იმედი მაქვს, რომ ეს სისტემა იმუშავებს და ჩვენს თანამემამულეებს შეეძლებათ საზღვრის გადაკვეთა დაუბრკოლებლად”, – თქვა ვიცეპრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button