ჩვენ შეთანხმება გვაქვს სიუნიქისა და ტავუშის მონაკვეთის უსაფრთხოებაზე: ავინიანი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული ინციდენტები არ გვქონია სიუნიქში. ამის შესახებ განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან დებატების დროს სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა უპასუხა რა კითხვას, თუ რა გარანტიებია მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის სიუნიქიდან ტავუშამდე.
”ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მკაფიო შეთანხმებები აზერბაიჯანულ და რუსულ მხარეებთან სიუნიქის და ტავუშის მონაკვეთების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იქ იმყოფებიან რუსეთის სასაზღვრო ჯარები. ჩვენ არ გვქონია პრობლემა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სიუნიქში, იმედი მაქვს, რომ არც გვექნება”, – თქვა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, სასაზღვრო ჯარების დროებითი განლაგება ამ მხარეში თითქმის დასრულებულია.
ავინინმა აღნიშნა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.