მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ტყვეების მძევლად აყვანა დანაშაულია. ბაქო სხვა პრობლემას წყვეტს

”არცახის, როგორც არაღიარებული სახელმწიფოს სტატუსი აღიარებულ იქნა ამ განცხადებაშიც. საერთაშორისო აღიარება არა მხოლოდ სამართლებრივი და მორალური კატეგორიაა, არამედ გეოპოლიტიკურიც და ჩვენს შემთხვევაში, გეოპოლიტიკური მიდგომები ჭარბობს. ამიტომაა, რომ ჩვენ სამი ათწლეულის განმავლობაში ვიბრძვით აღიარებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ დე იურე აღიარებას. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გველის ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო”, – ”პირველ საინფორმაციოსთან” საუბრისას განაცხადა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა რფ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ბოლოდროინდელ განცხადებაში არცახის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია არცახის სუბიექტურობის შენარჩუნება, გეოპოლიტიკური ფაქტორის და გავლენის შენარჩუნება. ”ერთია, თუ არცახი არსებობს, როგორც სომხური ერთობა, როგორც თუნდაც არაღიარებული ქვეყანა, სხვა რამაა, როდესაც ამიერკავკასიაში არ იყოს არცახის სახელმწიფო, არცახის სომხური ერთობა”.

დავით ბაბაიანმა ხაზგასმით აღნიშნა: ”ჩვენ უნდა განვიკურნოთ და, როგორც გეოპოლიტიკური ფაქტორი ვიყოთ. ეს რთული პროცესია, მაგრამ შესაძლებელია”.

არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი ტყვეების თემას ძალზე მგრძნობიარე საკითხად თვლის. ”აზერბაიჯანი ღიად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას და კონვენციას. არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთი წერილით მიმართა შესაბამის საერთაშორისო ინსტანციებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც  დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე”.

ნახეთ მეტი
Back to top button