მთავარიპოლიტიკა

ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა და სერგეი შოიგუმ განიხილეს პატიმართა დაბრუნების საკითხები

20 იანვარს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსთან. ცნობას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მთიან ყარაბაღში ოპერატიული ვითარება, ტყვეებისა  და მძევლების დაბრუნება, აგრეთვე უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების ეფექტური საქმიანობისა და სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის რეგიონში რუსი მესაზღვრეების მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის მიმართულებით.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალურ სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button