მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა მის ფრანგ კოლეგას ტყვეთა დაბრუნების საკითხზე

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს  არა  აივაზიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  ჟან-ივ ლე დრიანთან. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის შემდგომ ვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობის საკითხებზე. ინფორმაციას ავრცელებს  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„ მინისტრმა აივაზიანმა ფრანგი კოლეგის ყურადღება მიიპყრო  გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხების, განსაკუთრებით, სამხედრო ტყვეთა და მძევლის სტატუსის მქონე სამოქალაქო პირთა დაბრუნების აუცილებლობაზე”, – აღნიშნულია ცნობაში.

სომხეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები არცახში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად გადადგმულ ნაბიჯებზე   და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო და უწყვეტი მონაწილეობის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო  აზერბაიჯანის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე არცახის ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და სპეციალიზებული საერთაშორისო სტრუქტურების როლის შესახებ ამ პროცესში.

სატელეფონო საუბრის დროს ისინი შეეხნენ  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში სამშვიდობო პროცესის განახლებას და ამ საკითხზე თანათავმჯდომარეების სამუშაო გრაფიკს.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი დღის წესრიგის რიგ საკითხებზე და სხვადასხვა დონეზე დიალოგის გააქტიურების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button