მთავარიპოლიტიკა

„არც ერთი ცოცხალი სომეხი არ უნდა დარჩეს ყარაბაღში”: ასეთ არმოფობიურ მოწოდებას აქვეყნებენ სოცქსელების აზერბაიჯანელი მომხმარებლები

სომხეთის ომბუდსმენმა ა. თათოიანმა აზერბაიჯანში სომეხთა მიმართ სიძულვილისა და მტრობის ღრმა ფესვების რამდენიმე მაგალითი წარმოადგინა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

”სომხეთში სიძულვილისა და მტრობის ღრმა ფესვების გამომხატველი დამატებითი მტკიცებულება. ამჯერად წარმოგიდგენთ აზერბაიჯანული სოციალური მედიის რეალური მომხმარებლების რამდენიმე პოსტს:

1) “სომეხი ქალები და სომეხი ბავშვები უნდა იქნას მოკლულნი”, – აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2) მე არ მეცოდება სომეხი ბავშვი:  საუკეთესო სომეხი –  მკვდარი სომეხია.

3) მე მინდა ვიხილო  გაშიშვლებული და გაუპატიურებული სომეხი.

5) მოძალადე სომხები უნდა მოკლან და განადგურდნენ ამ პლანეტაზე და ყველა ის  ვინც მათ მხარს უჭერს, ისინიც უნდა მოკლან.

6) დედამიწაზე  სომხებისთვის ადგილი არ უნდა იყოს. მე მძულს ისინი. ყველა  სომეხი უნდა მოკლან დაუნდობლად.

7) მე შეყვარებული ვარ ილჰამ ალიევის სიტყვებზე, როცა ამბობს, რომ სომხებს ძაღლებივით უნდა ვატარებდეთ.

8) არცერთი  ცოცხალი სომეხი არ უნდა დარჩეს ყარაბაღში.

9) მშობლები, რომლებიც კითხვას უსვამენ საკუთარ შვილებს:

– ვინ არის ჩვენი მტერი?-ეკითხება მშობელი ბავშვებს.

– სომეხი.

– რას ვგრძნობთ მათ მიმართ?

– სიძულვილს.

– ხელები ასწიეთ და გაიმეორეთ:  ჩვენ ძაღლებივით გავაძევებთ მათ ყარაბაღიდან.

– ჩვენ ძაღლებივით გავაძევებთ მათ ყარაბაღიდან, იმეორებენ ბავშვები.

10) გამოკითხვები „ტელეგრამ “სოციალური ქსელის  თურქეთ-აზერბაიჯანისათვის  სპეციალურად გახსნილ  არხზე  გამოქვეყნებული   თავმოკვეთილი სომეხი ჯარისკაცის სურათის ირგვლივ,  თუ როგორ გრძნობენ თავს  მომხმარებლები თავმოკვეთილი  სომეხის დანახვაზე.

11) მტრული მოქმედების სხვა გამოვლინებები.

აქ მთავარი საკითხია, რომ აღნიშნულ პუბლიკაციებში იგივე სიტყვებია გამოყენებული, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება და კულტურის მოღვაწეები იყენებენ.  უფრო მეტიც, ამ პუბლიკაციებში არიან როგორც  აზერბაიჯანული, ასევე  თურქული წყაროებიც.

იმავე სიტყვებს იყენებენ აზერბაიჯანელი სამხედროები სომხების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეოებში.

დეტალები ასახულია სომხეთისა და არცახის  ადამიანის უფლებათა დამცველთა 2020 წლის ანგარიშში. 2020 წელს მომზადებულ ერთობლივ სპეციალურ მოხსენებაში ”სექტემბერ-ნოემბრის ომის დროს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით“.

ნახეთ მეტი
Back to top button