მანამდე, სანამ აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგება, თურქეთის ხელისუფლებამ აიღო საგარეო პოლიტიკის ახალი გეზი, სადაც ის ცდილობს ერთდროულად შეამციროს ადრე არსებული დესტაბილიზაციის გავლენა ერთდროულად რამდენიმე კონფლიქტურ რეგიონში და მოაგვაროს პრობლემური ურთიერთობები. ამის შესახებ საყურადღებო სტატიას აქვეყნებს „Region Monitor“-ი.
როგორც საინფორმაციო პორტალი წერს: რ.ტ. ერდოღანის რეჟიმმა
1. აშკარად შეიცვალა რიტორიკა ევროკავშირის მიმართ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისწრაფვის სტრუქტურაში გაერთიანებისაკენ.
2. მაქსიმალურად შეამცირა ამბიციური და დესტაბილიზაციის შემტანი როლი ისეთ საკითხებში, როგორიცაა აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთი და ახლო აღმოსავლეთი, საბერძნეთისა და კვიპროსის წყლის საზღვრების გარკვევა, სირიის, ლიბიის და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტები.
3. მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს არაბულ რიგ მნიშვნელოვან ქვეყნებთან განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით.
4. ცდილობს ისრაელთან ურთიერთობის კრიზისის მოგვარებას, რომელიც თითქმის ათწლეულია რაც გრძელდება.
5. სამხრეთ კავკასიაში, მინიმუმ რიტორიკის დონეზე, მნიშვნელოვნად შეასუსტა ანტისომხური ტრადიციული მიმართულება, გამოაცხადა რეგიონის განბლოკვისა და მისი ყველა ქვეყნის მონაწილეობით სხვადასხვა ფორმატების ფორმირების შესახებ.
6. რუსეთის საჰაერო თავდაცვის С-400 სისტემების ახალი პარტიის შეძენის შესახებ განცხადებით ქმნის ახალი მოლაპარაკებების გარემოს ვაშინგტონთან.
ფაქტიურად, ანკარის მსგავსი ტაქტიკა და შედარებით პოზიტიური პოზიცია თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, პრევენციული ხასიათის მატარებელია, რომლის მიზანია ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ადეკვატური მოპყრობის დამსახურება, რათა შესძლოს მინიმუმ დ. ტრამპის მმართველობის დროს „ყველაფრისდაშვებულობის“ პერიოდში დაფიქსირებული რამდენიმე ხელშესახები მიღწევების „მონელება“ და ყოვლისმომცველი მრავალფენოვანი სანქციებისაგან თავის დახსნა.