მთავარიპოლიტიკა

ლარსის ალტერნატიული გზა საქართველოს დაფიქრების საბაბს აძლევს

არცახის ომის შემდეგ გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების პუნქტი რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვის შესახებ საქართველოში მწვავე დისკუსიების საგანი გახდა. ექსპერტთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ საქართველო კარგავს წამყვან როლს, როგორც ტრანზიტული ქვეყანა რეგიონში.

ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს საქართველოს გავლით, ზემო ლარსი, ზვავის საშიშროების გამო 10 დღის განმავლობაში დახურული იყო და ახლა გაიხსნა.

სანამ  საქართველო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის რთულ ავტომაგისტრალზე (ყაზბეგამდე) შემოვლით გზას აასენებს, რომელიც ლარსის ერთადერთი რეალური ალტერნატივა იქნებოდა, ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ,  რომ სომხეთი უკვე ეძებს სხვა ალტერნატიულ მარშრუტებს საქართველოს გარეთ.

9 ნოემბერს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად  იწყება რეგიონალური ინფრასტრუქტურის განბლოკვის პროცესი, რაც თითქმის ართმევს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას.

სატრანსპორტო კომპანიის HUB Georgia- ს ანალიტიკოსი პაატა ჯაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში, ქართული დერეფნების მნიშვნელობა მკვეთრად შემცირდება.

„ჩემი გამოკვლევების თანახმად, სომხეთსა და თურქეთს შორის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც გადის გიუმრით, სამუშაო მდგომარეობაშია, მისი ამოქმედება არ მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას. თუ აზერბაიჯანი აღადგენს საგზაო და სარკინიგზო კავშირებს ნახჭევანთან სომხეთის გავლით, ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებს საქართველოს მიმოსვლის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარის მარშრუტს. ამის მიუხედავად, ეს შორეული მომავლის პროექტებია. სარგებლისა და ზარალის გამოთვლა ნაადრევია,” – თქვა ჯაგარეაშვილმა.

აქ არსებობს მოსაზრება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც “საუკუნის პროექტი” ეწოდება და გვერდს უვლის სომხეთს, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეუძლია მოგებით მუშაობა, შეიძლება გახდეს საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პროექტი. ზოგი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ერთადერთი დადებითი ის არის, რომ შემცირდება ზეწოლა  აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით.

გია ხუხაშვილმა, საქართველოს რკინიგზის ყოფილმა დირექტორმა და ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა, განაცხადა, რომ საქართველო ამ დროისთვის ერთადერთი პირდაპირი კავშირია აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, მაგრამ მათი ნახჭევანით დაკავშირება  მნიშვნელოვნად შეასუსტებს თბილისის გეოპოლიტიკურ ფუნქციას.

ამავე დროს, ხუხიშვილი იმედოვნებს, რომ თუ ეს ყველაფერი სერიოზულ  ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს საქართველოს, მაშინ მშვიდობა ყველას სარგებელს მოუტანს. „თუ  ხელმოწერილი ხელშეკრულებით დასრულდება  კონფლიქტი და  სამომავლოდ არ წარმოიშობა სერიოზული პრობლემები, უნდა ველოდოთ დიდ საინვესტიციო აქტივობებს  რეგიონში. ეს, თავის მხრივ, გაზრდის სამხრეთ კავკასიის იმიჯს საერთაშორისო არენაზე“.

საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის შესანარჩუნებლად, ტრანსპორტის ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და პორტების განვითარებას რათა საქარტველომ შესძლოს  კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება.

ავტორი  გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button