22 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა საქართველოს კახეთის რეგიონში არაფორმალური შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. ამის შესახებ გვაცნობეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტიდან.
„საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეტალურად განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალსექტორული ურთიერთობანი.
საუბარი შეეხო დეცენტრალიზებული თანამშრომლობის ხელშეწყობას, როგორც ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავებისა და გამდიდრების პერსპექტიულ მიმართულებას.
მინისტრებმა აივაზიანმა და ზალკალიანმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების და ურთიერთდაკავშირების საკითხებზე. აღინიშნა, რომ მხოლოდ მდგრადი მშვიდობის პირობებშია შესაძლებელია რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარებისათვის უზრუნველყოფა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.