საზოგადოება

“მოვუწოდებ მოსახლეობას, განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ტელევიზიებს, ექსპერტებს, ექიმებს”- თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

,,Mertronome.ge” წერს, რომ ბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისა, ვაქცინაციის საკითხში ერთიანი პოზიცია იყოს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ანტივაქსერული მოძრაობა დიდ პრობლემას წარმოადგენს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც და ამაზე სერიოზული მუსაობაა საჭირო.

ცერცვაძე “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI)კვლევის შედეგზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელიც მზადაა, აიცრას,  არაა საკმარიის.

„ეს ძალიან დიდი პრობლემაა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ კოვიდვაქცინის, არამედ ყველა ვაქცინის დროს. ანტივაქსერების მოძრაობა ძალიან ძლიერია. სერიოზული მუშაობა გვმართებს, ჯანდაცვას, სახელისუფლებო სტრუქტურებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, კლინიკებს, ექსპერტებს.

მოვუწოდებ მოსახლეობას, მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის, მქონე ტელევიზიებს, ექსპერტებს, ექიმებს, რომლებიც ჩვენთან პოლემიკაში ხშირად შემოდიან სხვადასხვა საკითხებზე, კოვიდპაციენტების მართვის, ტაქტიკის, თუ სტრატეგიის საკითხებზე, კი ბატონო, შემოვიდნენ პოლემიკაში, იყოს მსჯელობა სხვა საკითხებში, მაგრამ ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ ვაქცინაციის საკითხში იყოს ერთიანი პოზიცია, რამეთუ აქ 41 პროცენტი ძალიან ცოტაა. მესმის, ვიღაცის ბუნებრივი სკეპტიციზმი, ვიღაცას რაღაც მოტივი აქვს, რომ ვაქცინა არ გაიკეთოს, აქ ჩვენ ყველამ ერთად შევეცადოთ, უთანხმოებები გადავდოთ სხვა საკითხების მოსაგვარებლად, ვაქცინაციას რაც შეეხება, ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი.

ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული სამედიცინო შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ მათ ვაქცინა გაიკეთონ. ქვეყანაში სამიზნედ ითვლება 60-65 პროცენტი. თუ ჩვენ მივაღწიეთ, რომ მოსახლეობის 60-65 პროცენტი აიცრა, ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, რასაც დაემატებიან ის პაციენტები, რომელთაც კოვიდი გადაიტანეს და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ. ეს იქნება 100 – პროცენტიანი გარანტია, რომ ქვეყანაში პანდემიის და ეპიდემიის შემდგომი ტალღები არ იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 41% თანახმაა, რომ ვაქცინა გაიკეთოს. დასმულ კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები – გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% პასუხობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. გამოკითხული მოქალაქეების 41% ამბობს, რომ აიცრება, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.

ნახეთ მეტი
Back to top button