საფრანგეთის განვითარების სააგენტო ფინანსურ დახმარებას გაუწევს სომხეთის ჯანდაცვის სექტორს

ჯანდაცვის მინისტრი ანაჰიტ ავანესიანი შეხვდა სომხეთში საფრანგეთის ელჩს ჯონათან ლაქოტს, სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დირექტორს რაფაელ ჟოზანს და განიხილა ფინანსური დახმარების შესაძლო მიმართულებები. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან.
რაფაელ ჟოზანმა განმარტა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო ინვესტიციებს ახორციელებს განვითარებადი ქვეყნების 5 პრიორიტეტულ მიმართულებაში და ამ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვა შესაძლო მიმართულებაა.
სააგენტოს წინადადებების გათვალისწინებით, ანაჰიტ ავანესიანმა წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტროს საჭიროებები და ის მიმართულებები, რომლების განვითარებისთვის საჭიროა ფინანსური დახმარების გაწევა. კერძოდ, მინისტრმა ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის ფსიქიატრიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, დედების სიკვდილიანობის შემცირების, სისხლის სერვისების მოდერნიზაციის, სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების და სხვა საკითხების პროგრამების განხორციელებას. ანაჰიტ ავანესიანმა ხაზი გაუსვა, რომ 2019 წელს მრავალი პროგრამა დაიწყო ჯანდაცვის სექტორის განვითარების მიზნით, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დაუსრულებელი დარჩა კორონავირუსის ეპიდემიის გამო.
“მადლიერი ვართ საფრანგეთის მთავრობის მუდმივი მხარდაჭერისთვის. მოხარული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გავააქტიუროთ სამუშაო პროცესები რიგ სფეროებში, გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა, რადგან საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან და დაუცველ სექტორთან”,- აღნიშნა ანაჰიტ ავანესიანმა.
ჯონათან ლაკოტემ იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იქნება ეფექტური და გაგრძელდება სამუშაოები ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით.