საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით გაუსწრო სომხეთს

კორონავირუსული ინფექციების რიცხვი საქართველოში იზრდება და 2021 წლის 23 იანვრის მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვი სომხეთში რეგისტრირებულ გარდაცვლილთა რიცხვს აღემატება. ამ დღის მონაცემებით, სომხეთში დაფიქსირდა 3 034 გარდაცვლილი ადამიანი, ხოლო საქართველოში – 3 038.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, 25 იანვრის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 166094 შემთხვევა დაფიქსირდა, 3047 ადამიანი გარდაიცვალა. იმავე დღის მონაცემებით, მეზობელ საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 256 846 შემთხვევა დაფიქსირდა, 3071 ადამიანი გარდაიცვალა.
PalitraNews- სთან ინტერვიუში ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის საქართველოს ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ქვეყანას გარკვეული რეგულაციების თანახმად ერთი წლის განმავლობაში მოუწევს ცხოვრება. კიდევ ერთი წლის განმავლობაში თავიუნდა შევიკავოთ ქორწილების, დიდი შეკრებებისა და ღონისძიებებისაგნ.
გამყრელიძის თქმით, თუ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა მოსახლეობის 60-70%, შესაძლებელი გახდება თანდათანობით დავბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.
”ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად ჩემი პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ემყარება. პირველი, ვფიქრობ, რომ ინფექცია თავის ბიოლოგიურ ციკლს დაასრულებს დაახლოებით ერთ წელიწადში; ის შესაძლოა გახდეს სეზონური, მაგალითად როგორც გრიპი. ალბათ სეზონური ვაქცინაცია დაგვჭირდება. თუ წელს მოსახლეობის 60-70% ვაქცინაცია გაუკეთდა კორონავირუსზე, შესაძლებელი იქნება ნორმალური ცხოვრებისათვის ეტაპობრივი დაბრუნება”, – თქვა გამყრელიძემ.
სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა მთავრობის 21 იანვრის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთში ეპიდემიური მდგომარეობა საკმაოდ მართვადად შეაფასა.
რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებში პირველ ადგილზე თურქეთია 2429605 შემთხვევით. მეორე ადგილზეა ირანი 1 372977 დადასტურებული შემთხვევით. საქართველო მესამე ადგილზეა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 253 816 ადამიანი. შემდეგია აზერბაიჯანი 228 975 დადასტურებული შემთხვევით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 166 094 შემთხვევა.