მთავარისაზოგადოება

საქართველოში უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს სომხურ სატვირთო მანქანებს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე

25 იანვარს შუაღამისას, საქართველოს ქვემო ფონიჭალას დასახლების მახლობლად, უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს სომხურ სატვირთო მანქანებს, დაამტვრიეს ზოგიერთი სატვირთო მანქანის წინა და გვერდითი მინები და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოში სომხეთის საელჩომ.

საელჩო აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ სატვირთო მანქანებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, მიაღწიეს საქართველო-სომხეთის საზღვარს და გადაკვეთეს იგი.

”ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

”საქართველოში სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის ორგანოებთან, ამავე დროს ამგვარი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად აქტიურად მუშაობს კანონის ფარგლებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, სომხურ სატვირთო მანქანებს თავს დაესხნენ აზერბაიჯანელები.

ნახეთ მეტი
Back to top button