მთავარიპოლიტიკა

სომხეთს ეწვია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დელეგაცია

,,Armradio.am“ წერს, რომ სომხურ-რუსული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ყველა მიმართულებით საშტაბო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად 25 იანვარს სომხეთს ეწვია რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკის სერგეი ისტრაკოვის ხელმძღვანელობით.

იმავე დღეს დელეგაციის ხელმძღვანელი მიიღო სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიანიანმა. სერგეი ისტრაკოვი ასევე შეხვდა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკს ონიკ გასპარიანს.

შეხვედრების დროს გამოიკვეთა მომავალი სამუშაოების მოცულობა და მიმართულებები.

ნახეთ მეტი
Back to top button