მთავარიპოლიტიკა

სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუნესკო- ს ხელმძღვანელები განიხილავენ სომხური მემკვიდრეობის შენარჩუნებას მყ კონფლიქტის ზონაში

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა სატელეფონო საუბარი გამართა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ოდრი აზულეისთან.

როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტში, მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს მყ კონფლიქტის ზონაში სომხური ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე და ამ კონტექსტში იუნესკოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მინისტრმა აივაზიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები რეგიონის მდიდარი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია და მათ დაცვაში იუნესკოს აქტიურ მონაწილეობას ელიან.

მინისტრმა აივაზიანმა ხაზი გაუსვა არცახის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური ისტორიულ-კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის ოპერატიულობას, რაც ხაზგასმით აღინიშნება სომხური მემკვიდრეობის განზრახ განადგურებისა და დამახინჯების მიზნით გადადგმული ნაბიჯების ფონზე.

მიესალმა რა იუნესკოს მიერ ფაქტების შემკრები მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა არცახის სომხური კულტურული მემკვიდრეობის საყოველთაო-საკაცობრიო მნიშვნელობას, მიუღებლად მიიჩნია რა მათი დაცვის საკითხის პოლიტიზირება და ამ პროცესში აზერბაიჯანული მხარის მიერ ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის პრაქტიკა.

ნახეთ მეტი
Back to top button