კულტურამთავარი

ალიევმა დეზინფორმაცია მიაწოდა შუშის მეჩეთების რაოდენობის შესახებ

ბოლო ხანებში, შუშიში ყოფნის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ამ ქვეყნის მთავარმა გამყალბებელმა ი.ალიევმა, რომლის მითითებით წარსულშიც გავრცელდა ყალბი ჭორები იმის შესახებ, რომ სომხებმა თითქოსდა გაანადგურეს აზერბაიჯანის კულტურული ძეგლები, ერთ-ერთ ადგილობრივ მეჩეთთან გაჩერებისას, კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოუცხადა მსოფლიოს, რომ სომხებმა მთიან ყარაბაღში განადგურეს 67 მეჩეთიდან 64. ეს ჭორი, რომელსაც აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან, ასევე გამოჩნდა სხვა პუბლიკაციებშიც, რომლებიც აზერბაიჯანელების ცრუ პროპაგანდას უწყობენ ხელს ან რეგულარულად ასხამენ წყალს ამ პროპაგანდის წისქვილს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მატყუარას, რომელიც რეალობას თავდაყირა დააყენებს, მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. ამრიგად, მთიანი ყარაბაღის ან ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა ხუთ ოლქს: ჰადრუთი, მარტუნი, ასკერანი, მარტაკერტი, შუში, მეჩეთები და მედრესები არსებობს მხოლოდ ქალაქ შუშში (14) და ახლომდებარე სოფელ მალიბექლუში (1), სულ 15 ცალი. ეს ფაქტი 1988 წელს დაარეგისტრირა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობამ, ჯერ კიდევ 1988 წლის 27 აპრილის No 145 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ და სახელმწიფოს დაცვაში შეტანილ ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა ნუსხაში. რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონების მეჩეთებს, მათი რაოდენობა 12-ს აღწევს, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება: ქაშათაღის (ლაჩინის) რეგიონი -1, ქაშუნიქის (კუბათლუ) რეგიონი -2, კოვსაკანის (ზანგელანის) რეგიონი -1, ჯაბრაილის რეგიონი -1, ფიზულის რაიონი -2, აკნას (აღდამის) რეგიონი -6, რომელთაგან ერთ – ერთი ქარვასლა, გადაქცეული მეჩეთად.

ყურადღება მივაქციოთ, ერთი გასროლის გარეშე, ბატონ ალიევისთვის გადაცემულ დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ქარვაჭარში  (ქალბაჯარი) საერთოდ არ არის მეჩეთი. და ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამ რეგიონში ოცდაათამდე მონასტერი და ეკლესიაა. ამრიგად, საერთო ჯამში, მთიანი ყარაბაღის გარშემო 27 მეჩეთია. ჩნდება კითხვა. საიდან გაჩნდა ზემოხსენებული 67 მეჩეთი? მაშინაც კი, თუ ამ 27-ს დავუმატებთ ნახჭევანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მეჩეთების რაოდენობას- 24, რომლებიც მეჩეთად ითვლება და რეგისტრირებულია აზერბაიჯანის მთავრობის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით და სახელმწიფო დაცვის ქვეშ არის მიღებული, ჩვენ მხოლოდ 51 მეჩეთს მივიღებთ.  იქნებ ბატონი ალიევი გულისხმობდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ მდებარე რეგიონების მეჩეთებს?

ნებისმიერ შემთხვევაში, ტყუილი ტყუილად რჩება. მოტყუებით ან მანიპულირებით, ფაქტობრივად, მაღალ სახელმწიფო დონეზე ხდება მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება, გაამართლოს მატ მიერ განხორციელებული ვანდალიზმი სომხეთის ისტორიული და კულტურული ძეგლების მიმართ, როგორც წარსულში, ისე ბოლო დროს. რაც შეეხება მეჩეთების შენარჩუნებას, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სომხურ ეკლესიებზე ბევრად უარეს მდგომარეობა არ არიან. რაც შეეხება ნახევრად დანგრეულ ან დაზიანებულ მეჩეთებს, ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ ამჟამინდელ ომთან, ისინი წინა ომის შედეგია. იმ პერიოდში განადგურდა და დაზიანდა მრავალი სომხური ძეგლი, ეკლესია, მონასტერი და ა.შ., არცახის რესპუბლიკაში, მიუხედავად ეროვნებისა, სომხურ ძეგლებთან ერთად დარეგისტრირდა და დამოწმდა-პასპორტირებულ იქნა  მუსულმანური ძეგლებიც, მათ შორის მეჩეთები, მავზოლეუმები და სასაფლაოები.

სახელმწიფომ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა მათი გასუფთავებისა და კეთილმოწყობის მიზნით, ხოლო შუშის ზედა მეჩეთი აღდგენილ იქნა. დიახ, არცახმა თავისი მცირე შესაძლებლობებით ყველაფერი გააკეთა, რათა კეთილმოწყობილიყო მუსულმანური ძეგლები შუშის ზემოთ ხსენებული მეჩეთის აღდგენით და თქვენ, ბატონო აგრესორო, თქვენი ვანდალების მეშვეობით განზრახ ააფეთქეთ და დაანგრიეთ ამ ქალაქის ორი სომხური ეკლესია. დიახ, სომხების მიმართ სიძულვილის, ეთნიკური დისკრიმინაციის პოლიტიკა თქვენს ფიქტიურ რესპუბლიკაში არასოდეს ყოფილა ახალი. ეს იყო წარსულშიც, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში, როდესაც სომხური კვალის აღმოფხვრის მიზნით, სომხური წარწერები წაიშალა სომხეთის კულტურის მრავალი ძეგლიდან, ყველაფერი რაც სომხურია, შეგნებულად გამოირიცხა სახელმწიფოს მიერ დაცული ძეგლების სიიდან.

მაგალითად, ნახსენები 1988 წლის 27 აპრილის No 145 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ისტორიის სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი კულტურის ძეგლთა ნუსხაში, მთიან ყარაბაღში მხოლოდ 282 ძეგლია სახელმწიფო დაცვის ქვეშ: 10 ასკერანის რაიონში (1018-ის ნაცვლად), 44 ჰადრუთის რეგიონში (368-ის ნაცვლად).), მარტაკერტის რაიონში – 29 (1647-ის ნაცვლად), მარტუნის მხარეში – 16 (281-ის ნაცვლად), შუშის რაიონში – 183 (576-ის ნაცვლად), აქედან მხოლოდ 10 ძეგლი ითვლება სომხურად. უფრო მეტიც, სომხური სამონასტრო კომპლექსები და შუა საუკუნეების ეკლესიები წარმოდგენილია როგორც “ალბანური ტაძრები”. გამყალბებლების ან აზერბაიჯანული ცრუ პროპაგანდის წისქვილზე ყლის დამსხმელთა საყურადღებოდ საჭიროდ მიგვაჩნია გაცნობოთ, რომ აღნიშნულ რაიონებში დადგენილი წესით აღრიცხული, დამოწმებული და რეგისტრირებულია 3890 ძეგლი, მათ შორის 241 მონასტერი და ეკლესია.

დისკრიმინაციამ ადგილი ჰპოვა ასევე ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიმდებარე სხვა რეგიონების სიაში, სადაც სომხეთის ძეგლები საერთოდ არ არის მითითებული. და ეს იმ შემთხვევაში, რომ მხოლოდ ქარვაჭარისა და ლაჩინ-ქაშათაღის რეგიონებში მათი რიცხვი 741-ს აღწევს, მათ შორის 53 მონასტერი და ეკლესია. ამ ყველაფრის შემდეგ, ღირს თუ არა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ბატონ ალიევს, თუ რატომ არ სურთ არცახელებს ცხოვრება აზერბაიჯანის შემადგენლობაში, მათ არ სურთ კიდევ ერთხელ ტალახში ჩავარდნა.

ნახეთ მეტი
Back to top button