პოლიტიკა

არცახის ნებისმიერი სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში ჩვენთვის მიუღებელია – არცახის პრეზიდენტი

არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ არცახი  გააგრძელებს ბრძოლას დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთვის. მისი თქმით, აზერბაიჯანის შიგნით ნებისმიერი სტატუსი უბრალოდ შეუძლებელია და მიუღებელია.

ეს განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ჰარუთიუნიანმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს.

მან მადლობა გადაუხადა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს ომის რთულ პერიოდში შესანიშნავი სამსახურისათვის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიან პერიოდში ამ ორგანოებს მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება ევალებათ.

მან პირობა დადო, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების სამსახურებრივი და სოციალური საკითხები ყოველთვის იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები მათი პასუხისმგებლობის ჯეროვნად შესრულებისთვის.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ომისშემდგომ სიტუაციასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე და ხაზი გაუსვა, რომ არცახს  რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ქვეყანა აღდგება და გაძლიერდება.

ნახეთ მეტი
Back to top button