საზოგადოება

ბინების მშენებლობა, ახალი სამუშაო ადგილები – დიასპორა მზადაა დაეხმაროს არზრადის მოსახლეობას

აქტიურდება სომხეთ-დიასპორის თანამშრომლობა. „Sputnik სომხეთთან საუბარში ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატის დიასპორის საკითხებში მთავარმა კომისარმა ზარეჰ სინანიანმა.

”სომხეთთან და არცახთან ერთად დიასპორაც გამოდის ამ შოკის მდგომარეობიდან. ეს ხდება ზოგიერთ თემში ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა თემებში, მაგალითად, საფრანგეთში, რუსეთში ატმოსფერო საკმაოდ ჯანმრთელია, თანამშრომლობის მრავალი ზღვარი არსებობს”, – თქვა მან.

მისი თქმით, ხალხი საკმაოდ აქტიურია, მათ ესმით, რომ დღეს სამშობლოს, სომხეთსა და არცახს დახმარება უფრო მეტად სჭირდებათ. ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირმა, რომლებიც ამჟამად არაცხში იმყოფებიან, დაკარგეს საკუთარი სახლები და შემოსავლის წყარო. უპირველესად დახმარება  მათ  უნდა გაეწიოს.

”სომხეთის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩვენს არცახელ  თანამემამულეებს არ მოაკლდეთ  საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგრამ დროა ვიფიქროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეც. საწარმოების დაარსება მომგებიანობის თვალტახედვით ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება არცახის  ტერიტორიაზე და უახლოეს წლეებში ჩვენ ამის თვალმხილველი ვიქნებით“, – თქვა სინანიანმა.

დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისარი დარწმუნებულია, რომ სომხეთისა და არცახის ოფიციალურ პირებთან უწყვეტი მუშაობის გამო, შესაძლებელი იქნება უმოკლეს დროში ყურადღება გამახვილდეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე.  შევადგინოთ ეკონომიკური აღორძინების პროგრამა და გადავიდეთ ახალ ეტაპზე.

ნახეთ მეტი
Back to top button