ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი, რუსეთის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელობის თანხლებით ეწვია სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთ ქვედანაყოფს, სადაც ერთობლივი ძალებით ხდება სომხეთის საჰაერო საზღვრების დაცვა.
ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
როგორც თავდაცვის მინისტრს შეატყობინეს, 24 საათიანი მორიგეობა ჩვეულებრივ მიმდინარეობს, საჰაერო საზღვრების დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა ხაზი გაუსვა სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში.
სომხეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ჯარების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა არმენ ვარდანიანმა დასამეთაურო შემადგენლობამ თავდაცვის მინისტრს წარუდგინეს ერთობლივი მუშაობის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.