კავკასიის „მარგალიტის“ ფოტო კოსმოსიდან

რუსი ექსპერიმენტატორი-ასტრონავტი სერგეი კუძ-სვერჩკოვი მიიჩნევს, რომ სევანი ამიერკავკასიისთვის იშვიათი, უნიკალური ბუნებრივი ობიექტია. მან ინსტაგრამზე კოსმოსიდან გადაღებული სევანის ფოტო გამოაქვეყნა.
„სევანის ტბას სომხეთის მარგალისტს უწოდებენ, რადგან ის ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ტბაა კავკასიაში. მისი სიგრძე 75 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 100 მეტრი“, – წერს კოძ-სვერჩკოვი.
მან აღნიშნა, რომ სევანი უნიკალური ბუნებრივი ობიექტია, რომელიც არა მხოლოდ ტურისტული ცენტრია, არამედ მტკნარი წყლის პოტენციური წყაროცაა.
2017 წელს სევანი ფოტო კიდევ ერთმა რუსმა ასტრონავტმა, სერგეი რიაზანსკიმ გამოაქვეყნა.
სომხეთის უკვდავების იდეა ასტრონავტს ფრენის დროს გაუჩნდა. ის პირველად 2014 წელს ეწვია სომხეთს და კითხულობდა ლექციებს. მას ძალიან მოსწონდა სომხეთი, განსაკუთრებით კი მთებში ჩაფლული ერევანი.