ტომაშ ლეხ ბუჩეკი ბაქოს წინააღმდეგ – 1800 მუქარა სამხედრო დანაშაულობების წინააღმდეგ ხმის ამაღლების სანაცვლოდ

პოლონელი პოლიტიკოსი ტომაშ ლეხ ბუჩეკი აზერბაიჯანელი მომხმარებლებისგან ღებულობს მუქარის წერილებს. მათ 478-ჯერ სცადეს მისი Facebook გვერდის გატეხვა. აზერბაიჯანელებმა მას დუმილის სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი შესთავაზეს.
ტომაშ ლეხ ბუჩეკმა წამოიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა აზერბაიჯანის მიერ 1988-2020 წლებში არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისათვის ამ ქვეყნის საკითხი განიხილოს ჰააგის ტრიბუნალმა. ტომაშ ლეხ ბუჩეკი “რადიოლურთან” საუბრისას ამბობს, რომ სომეხთა მიმართ ამგვარ მეგობრულ დამოკიდებულებას ორი მიზეზი აქვს. პირველი არის პოლონელი და სომეხი ხალხების ისტორია და ორ ხალხს შორის ძმური კავშირები.
მეორე მიზეზი უფრო პირადია … ჩემი მასწავლებლის სიცოცხლე გადაარჩინა 1915 წელს მუსა ლერის ხოცვა-ჟლეტის დროს სომეხმა ექიმმა, რის შემდეგაც მასწავლებელმა მითხრა , რომ ის თავის სიცოცხლეს სომხებს უმადლის, ამბობს ტომაში.