ანალიტიკამთავარი

რა “იმალება” აივაზიანის თბილისში ვიზიტის უკან, რა კავშირი აქვს სომხურ სატვირთო მანქანებთან?

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არა აივაზიანის თბილისში ვიზიტი, რომელიც, ქართული მხარის შეფასებით, არაოფიციალური იყო, ხოლო სომხური მხარის აზრით, სამუშაო, ბევრ კითხვას იწვევს პოლიტიკურ წრეებში და მედიაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვიზიტი პირველი იყო მას შემდეგ, რაც აივაზიანმა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. ხმაური, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო გეოპოლიტიკური სიტუაციით, რომელიც რეგიონში შეიქმნა არცახის ომის შემდეგ.

როგორც ქართველი, ასევე სომეხი ექსპერტებისა და სპეციალისტების აზრით, აივაზიანის ვიზიტი, მასშტაბის გათვალისწინებით, ნიშნავს, რომ მხარეებს ესაჭიროებოდათ საუბარი  უმოკლეს დროში.

საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსი, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირებს რეგიონში ომის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს და 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმოწერას.

”საქართველო მჭიდრო კავშირშია ორ მეზობელ ქვეყანასთან, საიდუმლო არ არის, რომ იგი ახორციელებს არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს აზერბაიჯანთან. ბაქო ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მიმწოდებელია.  გარდა ამისა, ორივე ქვეყანას საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს საქართველოში”, – განუცხადა მამრაძემ „Sputnik სომხეთს“.

მისი თქმით, ეს არის მიზეზი, რის გამოც ორივე მხარემ უნდა ისაუბროს საქართველოს კონკრეტულ თემებზე და განიხილოს, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება.

მამრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხშირად ვიზიტის დღის წესრიგი და ხელმოწერილი დოკუმენტები მხოლოდ შეხვედრის საბაბია. დახურულ კარს მიღმა განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ საჭირბოროტო საკითხებს და რაც არ ვრცელდება პრესაში.  

საქართველოს საკითხებში ექსპერტი ჯონი მელიქიანი ეთანხმება ქართველ პოლიტოლოგს. „Sputnik სომხეთის“  კორესპოდენტთან  საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი და თბილისი უნდა გაეცნონ ერთმანეთის პოზიციებს რეგიონში მომხდარი ცვლილებების შემდეგ.

”არსებობს კონტაქტის საერთო საფუძველი, თემები, რომელთა განხილვაც უნდა მოხდეს, შეთანხმდნენ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა დღის წესრიგზე, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. რთული წლის შემდეგ საგარეო პოლიტიკის საკითხებში დაბრუნების ობიექტური საჭიროება გაჩნდა”, – თქვა მელიქიანმა.

მისივე თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო  მინიმუმ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, რომელთა გაღრმავება და განვითარებაა საჭირო. ვიზიტის ბუნებამ არ გააკვირვა მელიქიანი. ექსპერტის აზრით, ოფიციალური ვიზიტის ორგანიზებას დრო სჭირდება, უფრო ადვილია შეხვედრის ჩატარება იმ დონეზე, რა დონეზეც ის ჩატარდა.  

რაც შეეხება თბილისში სომხური სატვირთო მანქანების ინციდენტს, როგორც სომეხი, ისე ქართველი ექსპერტები ამას მინისტრის ვიზიტს არ უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ მომხდარი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

”მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველო თავს წარმოადგენდა როგორც სატრანსპორტო კვანძს, სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც მეზობლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ მისი ტერიტორია. ამიტომ ეს თავად იმიჯის საკითხიცაა, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მომავალში ასეთი ინციდენტები გამოირიცხოს ”, – თქვა მელიქიანმა.

მამრაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა ტექნიკურია, რაც გავლენას არ მოახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე. მისივე თქმით, ინციდენტის შემდეგ, ამ საკითხს მეტ ყურადღებას დაუთმობს  საქართველოს პოლიცია და  პრემიერ მინისტრი  გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24-25 იანვრის ღამეს, უცნობმა პირებმა ქვემო ფონიჭალას დასახლებაში ქვები ესროლეს სომხურ სატვირთო მანქანებს, გატეხეს ზოგიერთი სატვირთო მანქანის წინა და გვერდითი მინები და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. შემდეგ სატვირთო მანქანებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, მიაღწიეს საქართველო-სომხეთის საზღვარს და გადაკვეთეს იგი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ქონების დაზიანება ან განადგურება).

ნახეთ მეტი
Back to top button