მთავარისაზოგადოება

საერთაშორისო სტრუქტურები დაინტერესებულნი არიან ომის გარემოს დაზიანებით. მინისტრი

ჯერჯერობით არ გაკეთებულა იმ მატერიალური ზარალის საბოლოო გაანგარიშება, რომელიც არცახისა და სომხეთის ბუნებას მიადგა არცახის 44-დღიანი  ომის შედეგად. ამის შესახებ  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა რომანოზ პეტროსიანმა.

”ამ დროისთვის არანაირი ფინანსური გაანგარიშება არ არსებობს. კომპეტენტური ორგანო, რომელმაც უნდა გამოანგარიშოს ეს ზიანი, არის გარემოს დაცვის და წიაღის ინსპექციის ორგანო. მაგრამ ზოგადი ფართომასშტაბიანი ზიანით შემიძლია ვთქვა, რომ საუბარია რამდენიმე ათასი ჰექტარ ტყის ფართობზე. ”რამდენიმე ასეული ჰექტარი სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, არწვაბერდის სატყეო მეურნეობებში მდებარეობს, დანარჩენი -სამხრეთ-აღმოსავლეთში – სიუნიქის ოლქის 2 სატყეო მეურნეობის -გორისისა და კაპანის ტყეებში, სადაც უშუალოდ სამხედრო მოქმედებების პოლიგონი იყო და მოწინააღმდეგის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიწვნენ“,-აღნიშნა მინისტრმა.

უფრო დიდი ზიანი მიაყენეს არცახისიმ  ტყის რაიონებს, რომლებიც ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარება.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ომის დროს სომხურმა მხარემ დააყენა ბუნების დაზიანების საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ათობით წერილის გაგზავნით.

”პირველი 2-3 ძირითადად იყო შეტყობინება საომარი მოქმედებებით გამოწვეული კატასტროფული ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე იყო  დეტალური ინფორმაცია ტყის ხანძრების შესახებ, მათ შორის სახალხო დამცველის მხრივ – ფართომასშტაბიანი ტყის ხანძარი ფოსფორის იარაღის შესაძლო გამოყენების შედეგად. ხოლო ბოლო 1-2 შენიშვნით, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის პარტნიორების ყურადღება მივაპყარით ეკოლოგიურად კატასტროფულ ვითარებას ჩვენს სამხრეთის რეგიონებში, არცახის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებში”, – აღნიშნა პეტროსიანმა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო სტრუქტურებმა რეაგირება მოახდინეს სომხეთისგან მიღებულ შეტყობინებებზე და ბოლო კვირების განმავლობაში დაინტერესდნენ წარმოდგენილი ფაქტებით.

პეტროსიანის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიიღეს გამოთხოვები წარმოდგენილი ფაქტების გარკვეული დეტალების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button