მთავარისაზოგადოება

საქართველოდან სომხეთში შესვლისას უნდა გაიარონ PCR ტესტი

ამიერიდან, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვები პუნქტით სომხეთში შემოსული მოქალაქეები (მათ შორის სომხეთის მოქალაქეები) ვალდებულნი არიან გაიარონ PCR ტესტი საზღვარზე. ტესტის ღირებულებაა 15000 დრამი. ამის შესახებ “ალიქ მედია” წერს.

ტესტი სავალდებულოა ნებისმიერი ასაკის ვიზიტორებისთვის, ახალშობილებისთვისაც  კი.

პასუხი გაიგზავნება ერთი დღის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული მოქალაქე ვალდებულია თვითიზოლაციაში გავიდეს. ხოლო იზოლირების წესების უგულებელყოფა ისჯება 50-300 ათასი დრამით. თუ მოქალაქე უარს აცხადებს ტესტის ჩატარებაზე, იგი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანება ერევანში, საკარანტინო ზონაში.

ეს სიახლე  11 იანვრიდან დაინერგა, მაგრამ მათი გამოყენება მხოლოდ 18 იანვრიდან დაიწყეს, რადგან როგორც მათ საზღვარზე განაცხადეს, ტესტის ამღები არ ჰყავდათ.

ახლა სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან NorMed- ის ცენტრი გაიხსნა. ტესტის ჩაბარების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის უფლება ეძლევათ თერმოსკრინინგის გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button