
არც ერთი კონკრეტული პროექტი არ განიხილება. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა ერაბლურის პანთეონში ჟურნალისტებთან საუბრისას, შეეხო რა გზების განბლოკვის საკითხის განხილვას.
მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები გზების განბლოკვის, კერძოდ, ყარსიდან გიუმრის მიმართულებით გზის გახსნის გარშემო.
შეეხო რა არცახის საკითხს, მინისტრმა განაცხადა: „არცახის საკითხი არ მოგვარებულა, მთავარი საკვანძო საკითხი გახლავთ არცახის სტატუსის დაზუსტება, რომლის შესახებ ასევე ისაუბრეს თანათავმჯდომარე ქვეყნებმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე”.
თანათავმჯდომარეებს არაფერი არ დაუზუსტებიათ არცახის სტატუსის განსაზღვრის ვადებთან დაკავშირებით. როგორც არა აივაზიანმა აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვალს ადევნებდით თანათავმჯდომარეების, აგრეთვე იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ არსებობს ძირითადი საკითხები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია და მთავარი საკითხი რჩება მთიანი ყარაბაღის სტატუსის დაზუსტება. ამ დღეებში თანათავმჯდომარეებს ჰქონდათ შეხვედრა, უახლოეს მომავალში ჩვენ მათ დაუკავშირდებით და ველოდებით მათ მომავალ ვიზიტს რეგიონში. თარიღის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”.
რაც შეეხება იმას, რომ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღის საკითხი დახურულია, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: ”გუშინ მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ სტაბილურობასა და მშვიდობაზე რეგიონში, მაშინ უნდა არსებობდეს საერთო გაგება, რეგიონს არ უნდა ჰყავდეს გამარჯვებული და დამარცხებული. ყველასათვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ეს უნდა იყოს ღირსეული მშვიდობა”.