მთავარისაზოგადოება

თუ აზერბაიჯანი საფრთხეს შეუქმნის სევანის წყლის რესურსებს, მთელი რეგიონი დაზარალდება ̶ ეკოლოგი

თუ ერთ დღეს აზერბაიჯანული მხარე  გადაწყვეტს სომხეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენოს, საფრთხე შეუქმნას სევანის ტბის წყლის რესურსებს მაშინ ის  დააზარალებს  საქართველოს, ირანს, თურქეთსა და აზერბაიჯანსაც, რადგან ყველა ეს ქვეყანა იკვებება სომხეთის ზედაპირული წყლის რესურსებით.  „Sputnik სომხეთთან“  საუბრისას, ასეთი აზრი გამოთქვა გარემოს დამცველმა ინგა ზარაფიანმა და კომენტარი გააკეთა რიგ გარემოსდამცველთა შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომ მდინარე ვოროტანისა და არფას აუზები და სევანის  ტბის წყაროები საფრთხის წინაშე დგანან, რადგანაც მტრის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

”ვინაიდან აზერბაიჯანი, საქართველო, ირანი და თურქეთი ჩვენი ზედაპირული წყლების გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ძნელი წარმოსადგენია, რომ ადგილი ექნება სახელმწიფო დონეზე დაგეგმილ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან  ჩვენს აუზებს”, – თქვა მან.

ზარაფიანი ახლახანს პირადად ესტუმრა სოთქის  მახლობლად მდებარე გეღამასარისა და მეწ მასრიკის თემებს, შეხვდა მოსახლეობას და ესაუბრა მათ  წყლის მარაგის ბედ-იღბალზე. გარემოს დამცველმა მოსახლეობას მოუწოდა არ აჩქარდნენ  და გამოიჩინონ სიმშვიდე, მოერიდონ მსგავსი შინაარსის  განცხადებების გაკეთებას.  

ნახეთ მეტი
Back to top button