მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის საკითხზე სამუშაო ჯგუფი განიხილავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხებს ̶ რუსეთის ვიცე პრემიერი

30 იანვარს  მთიანი ყარაბაღის საკითხზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფი  განიხილავს რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობებს.  ინფორმაცია TASS- ს მიაწოდა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.

„თემები განისაზღვრება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  მიერ მიღებულ განცხადებაში.  პირველ რიგში, ჩვენ განვიხილავთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების და რეაბილიტაციის საკითხებს”, – თქვა მან.

ოვერჩუკს გაუჭირდა იმის თქმა, რამდენად ხშირად გაიმართება შეხვედრები ვიცე პრემიერ-მინისტრების დონეზე და ეს შეხვედრები ყოველთვის რუსეთში უნდა ჩატარდეს თუ არა.

”ჯერ არაფერია გარკვეული,  ჩვენ პირველად ვხვდებით ერთმანეთს. დრო გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაიმართა სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  შეხვედრა.

ნახეთ მეტი
Back to top button