
იმისათვის, რომ ვისაუბროთ რეგიონში სტაბილურობაზე, მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ნდობის ატმოსფერო, ხოლო ნდობის ატმოსფერო იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის შემთხვევაში. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა იერაბლურის პანთეონში ჟურნალისტებთან საუბრისას.
”პირველ რიგში, ჩვენი ტყვეების გათავისუფლების საკითხში აზერბაიჯანმა უნდა გაიგოს, რომ ეს ჰუმანიტარული საკითხია და თუ ამ საკითხით მანიპულირება კვლავ გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანს პრობლემა შეექმნება“, – თქვა მან.
კითხვაზე, არის თუ არა ძვრები სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხში, მან უპასუხა. ”გარწმუნებთ, რომ არსებობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს. ჩვენს ხაზზე, თუ ნახეთ, საერთაშორისო ზეწოლა დღითიდღე იზრდება და იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანი მიხვდება, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს“.