მთავარისაზოგადოება

საზღვრის გადაკვეთის პროცედურა იმ ჯავახელი სტუდენტებისათვის, რომლებიც სომხეთში სწავლობენ

იმ ჯავახელ სტუდენტებს,  რომლებიც სომხეთში სწავლობენ   შეუძლიათ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნებართვას გასცემს. Jnews- ის ცნობით, სტუდენტების დასახმარებლად, სტუდენტები  “ქართული ოცნების”  ახალქალაქის შტაბში უნდა დარეგისტრირდნენ.

სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ პასპორტი და სტუდენტის პირადობის მოწმობა. არცერთი დოკუმენტის თარგმანი ან ნოტარიულად დამოწმება არ არის საჭირო. სტუდენტებიუნდა დარეგისტრირდნენ პარტიის შტაბში , ხოლო   საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღების შემთხვევაში, სტუდენტებს ეცნობებათ.

საქართველო-სომხეთის საზღვრის გადასალახად საჭიროა უარყოფითი PCR ტესტი. სწორედ ამიტომ, ნებართვის მიღების შემდეგ  სტუდენტმა უნდა მიმართოს ახალქალაქის ჯანმრთელობის ცენტრს ტესტის ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში ტესტის ჩატარება უფასოა, რაც ძალაშია 72 საათის განმავლობაში.

რაც შეეხება 16 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ სომხეთში, ანუ სკოლის მოსწავლეებს, მათ უნდა წარმოადგინონ დაბადების, პასპორტის, საგანმანათლებლო დაწესებულების დოკუმენტის ასლები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ასევე იმ მშობლის ან მეურვის პასპორტი,  რომელსაც ბავშვთან ერთად საზღვრის გადაკვეთა უწევს.

ნახეთ მეტი
Back to top button