შეერთებულ შტატებში ახალი რეჟიმის დამყარების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებაზე და მისი სტატუსის განსაზღვრაზე მოლაპარაკებები გააქტიურდა. წინა რეჟიმის პირობებში, შეერთებული შტატები მოლოდინის რეჟიმში იყო.
ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის კანდიდატმა ანტონი ბლინკენმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეკითხვებზე წერილობითი პასუხისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში ის გაააქტიურებს აშშ – ს ჩართულობას მთიანი ყარაბაღის დაპირისპირების მოგვარებაში, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებას და დაეხმარება ახალი ომების გაჩარების თავიდან აცილებას. ბლინქენმა დასძინა, რომ ის გულისხმობს მინსკის ჯგუფის მეშვეობით აშშ – ს ჩართულობის გააქტიურებას და დამატებითი დიპლომატიური მუშაობის ჩატარებას მესამე მხარის შემდგომი ჩარევის თავიდან ასაცილებლად. მან ასევე თქვა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია გადახედავს აზერბაიჯანის უსაფრთხოების დახმარებას, ხოლო თუ გარემოება ამას მოითხოვს, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მზად იქნება შეაჩეროს თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ კანონის 907-ე განყოფილების მოთხოვნებიდან გათავისუფლება.
თავის მხრივ, სომხეთში აშშ-ს ელჩი ლინ ტრეისი თავის სტატიაში ,,დემოკრატია ფასდაუდებელია“, შეეხო ყარაბაღის საკითხსაც. ”ჩვენ ვგმობთ კონფლიქტთან დაკავშირებულ სისასტიკეს. ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ბრძოლების შეწყვეტის მიუხედავად, მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა მნიშვნელოვანია რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის”, – დაწერა ტრეისმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთის რეაბილიტაციის მხარდაჭერას მომდევნო წლებში.
ბლინკენისა და ტრეისის განცხადებებში ნათქვამია, რომ ყარაბაღის კონფლიქტი გადაჭრილი არაა, ამავე დროს არის გაფრთხილება აზერბაიჯანს და “მესამე ქვეყნებს”. ბაქოს შემთხვევაში ფაქტობრივად საუბარია შესაძლო სანქციებზე.
როგორი იქნება აშშ-ს მონაწილეობა და იქნება თუ არა ვაშინგტონი თანმიმდევრული განცხადებებში? ამავე დროს, გაუგებარია, როგორ გაგრძელდება “მოლაპარაკებების პროცესი”, თუმცა აზერბაიჯანისა და მესამე ქვეყნების ხსენება შეიძლება ნიშნავდეს, რომ მინსკის ჯგუფში პროცესის გაგრძელების ხელშეშლის შემთხვევაში, მოსკოვი, ბაქო და ანკარა შეიძლება აღმოჩნდნენ აშშ-ს ზეწოლის ქვეშ, ან შესაძლოა სტიმული მიეცეს არცახის საერთაშორისო აღიარების პროცესს.
ყოველ შემთხვევაში, შეერთებული შტატები განმარტავს თავის პოზიციას თანათავმჯდომარე საფრანგეთისა და სხვა არაერთი ევროპულის ქვეყნისა და სტრუქტურების შემდეგ. ეს ეწინააღმდეგება მინსკის ჯგუფის მესამე თანათავმჯდომარის, რუსეთის პოზიციას, რომლის თანახმად, აღარ არის კონფლიქტი და ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. თუ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, საფრანგეთის სახელით, დააყენეს სტატუსის და მდგრადი გადაწყვეტის საკითხი, ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღი არ ითვლება აზერბაიჯანის ტერიტორიად და ეს ნიშნავს დეოკუპაციას დევნილების დაბრუნებით.
ამ შემთხვევაში ზედმეტია იმის თქმა, რომ ერევნის ქცევა ხდება მთავარი – განაგრძობს იგი რუსეთ-თურქეთის შეთანხმებების „ლეგიტიმაციას“, თუ მზად არის დაიცვას სომხეთის უფლებები ახალ ვითარებაში?