ანალიტიკა

Transparency International ̶ 2020 წელს სომხეთმა კორუფციის აღქმის ინდექსში მე- 60 ადგილი დაიკავა

ორგანიზაცია Transparency International-მა  წარმოადგინა ყოველწლიური კორუფციის აღქმის ინდექსი – 2020, რომელშიც სომხეთმა 49 ქულით მე -60 ადგილი დაიკავა.

2019 წელს სომხეთი 77-ე ადგილზე იყო.

საქართველო (56 ქულა), სომხეთი (49) და ბელორუსია (47) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პოზიტიური დინამიკის ლიდერებს შორის არიან.

დანია პირველ ადგილზე დგას, მეორეზე  ახალი ზელანდია, მესამეზე  ფინეთი.

ანგარიშის თანახმად, კორონავირუსმა წინ წამოსწია რეგიონში მიმდინარე სტრუქტურული და მმართველობითი საკითხები, ფართო კორუფცია და სოციალური უკმაყოფილების გაღრმავება.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გამოიყენა კრიზისი ძალაუფლების განსამტკიცებლად, შეზღუდვების გასამკაცრებლად. დარეგისტრირდა სახელმწიფო შესყიდვების წესებიდან და  გამჭირვალეობიდან გადახვევა, უარი ითქვა საჯარო ანგარიშვალდებულების მექანიზმებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button