არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა განაახლა შუალედური ანგარიში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ, რომელშიც ასევე შედის 2020 წლის 22 დეკემბრიდან სამძებრო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებიც. ამის შესახებ იტყობინება არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
ანგარიშში შეჯამებულია 2020 წლის 27 სექტემბრიდან არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო აგრესიის დროს მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების და აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ აღმოჩენილ ტერიტორიებზე მშვიდობიანის მოსახლეობის დატყვევების შემთხვევები.
2020 წელი 27 სექტემბრიდან 2012 წლის 28 იანვრამდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 72 სამოქალაქო პირი მოკლეს, 31 კი ტყვედ ჩავარდა. დაფიქსირდა წამების, გვამების დასახიჩრებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობის არაერთი შემთხვევა. ომბუდსმენმა ასევე აღწერა 163 მშვიდობიანი მოქალაქის ფიზიკური დაზიანების ფაქტი, რომელთა უმრავლესობა სასიკვდილო შედეგით დასრულდა.
მოხსენების განახლების დროს სახალხო დამცველის აპარატს ჰქონდა ინფორმაცია უგზოუკვლოდ დაკარგული მოქალაქეების შესახებ, რომელთაგან ზოგი ტყვეობაში იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ზოგი კი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს. ამის დასტურია აზერბაიჯანის კონტროლს დაქვემდებარებულ არცახულ დასახლებებში მშვიდობიანი მოსახლეობის გვამების აღმოჩენის შემთხვევები.