მთავარიპოლიტიკა

ერთ დღეში 110-ზე მეტი მაცხოვრებელი დაბრუნდა არცახში

არცახის 112 მაცხოვრებელი სომხეთიდან რუსი სამშვიდობოების თანხლებით დაბრუნდა არცახში.  ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

”რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა უსაფრთხო დაბრუნებას მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში, ჰუმანიტარულ დახმარებას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში, 14 ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნდა 51 854 არცახელი.

განნაღმვის და ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენისა და განადგურების სამუშაოები  არ ჩატარებულა უამინდობის გამო. 23 ნოემბრის შემდეგ, სამშვიდობო კონტინგენტში მყოფმა რუსმა გამნაღმელებმა არცახში განნაღმეს 853,3 ჰექტარი მიწა, 245,8 კმ გზა, 962 შენობა, აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს 23 936 ასაფეთქებელი საგანი.

აღინიშნა, რომ სამშვიდობოები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ სიტუაციას და აკვირდებიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას 27 სადამკვირვებლო პუნქტით.

რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის სფეროში შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივი თანამშრომლობა მიმდინარეობს აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button