
,,მთავარი არხი” წერს, რომ კარტოგრაფების ადვოკატები გირაოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ – უფლებადამცველები ბრალდებულთათვის გირაოს შემსუბუქებას და სამუშაო ადგილებზე აღდგენას მოითხოვენ.
“გავასაჩივრეთ როგორც გირაოს ოდენობა და ვითხოვთ უფრო ნაკლები გირაოს გამოყენებას ასევე გავასაჩივრეთ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ორივე ნაწილში მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მკაცრი ღონისძიებები და არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს, არამედ დასჯის ეფექტი უნდათ რომ მოახდინონ”, – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
აქვე გეტყვით, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კარტოგრაფების საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ “ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის”.