არმიის რეკონსტრუქციის საკითხში, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ცნობილ ანდაზაზე: „საბანი სადამდეც გწვდება, ფეხი იქამდე უნდა გაშალოო“ და შეეცადოს “უფრო მეტად გაშალოს ფეხი და საბანიც დაიგრძელოს იქამდე, სადამდეც საჭიროა. “სომხეთის ძლიერი არმიის” პროგრამის ინიციატორი, ანალიტიკოსი ექსპერტი კარენ ჰოვანისიანი ფიქრობს, რომ 2-3 წელიწადში არმიის რადიკალურად გარდაქმნისთვის ყველა პირობა არსებობს.
„თუ ჩვენ გავერთიანდებით ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, 2-3 წლის შემდეგ არმია ნამდვილად გვეყოლება. ამის ყველა საფუძველი არსებობს, ეს მხოლოდ ხმამაღალი სიტყვები არ არის. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა ისე, რომ ცნობილი ანდაზა „საბანი სადამდეც გწვდება, ფეხი იქამდე უნდა გაშალოო“ არ გამოგვადგეს და სამაგიეროდ შეეცადოს “უფრო მეტად გაშალოს ფეხი და საბანიც დაიგრძელოს ისე, სადამდეც საჭიროა. საჭიროა უფრო რთული ამოცანების დასახვა და ფინანსური ნაკადების მოძიება ამ პრობლემების გადასაჭრელად და ტექნოლოგიების დანერგვისთვის. ფინანსური ნაკადები ნამდვილად მოიძებნება და ეს უკვე დამოკიდებულია მმართველობის, მთავრობის მოქმედებებსა და შესაძლებლობებზე“.
სამხედრო ექსპერტი ვან ჰამბარძუმიანი ასევე ხედავს ქვეყნის შიგნით მაქსიმალური კონსოლიდაციის აუცილებლობას. იგი თვლის, რომ ძირითადი ამოცანაა სამხედრო დოქტრინის სრულად შეცვლა, მისი შესაბამისობა მე -5 თაობის უკონტაქტო ომების მოთხოვნებთან. მთელი პოტენციალი და პირველ რიგში – გონებრივი სწორედ ამ მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული.
ნაბიჯები უნდა გადაიდგას „ციფრული ბრძოლის ველის“ მოსამზადებლად. სომხეთს 5 წელი აქვს შეიარაღებული ძალების აღსადგენად. ყველას ესმის, რომ თუ სამშვიდობოები 5 წლის შემდეგ დაგვტოვებენ, ომი დაიწყება. მთელი საზოგადოება, ხელისუფლება -ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ისე, რომ ყველა მაქსიმალური რესურსი ჩაიხარჯოს, რაც შეიძლება მალე ახალი სული ჩაჰბეროთ არმიას“.
კარენ ჰოვანისიანი ასევე ფიქრობს, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში საჭიროა პარალელური სტრუქტურული ცვლილებები. მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამხედრო ანალიტიკური ცენტრების შექმნაც, ვიდრე იარაღის.
„ეს ანალიტიკური ცენტრები არ უნდა იყოს ის ცენტრები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგენია და რომლებიც სომხეთში არსებობს, არამედ ნამდვილად უნდა იყვნენ ის ცენტრები, რომლებსაც წინასწარ თუნდაც რამდენიმე თვით ადრე შეეძლებათ წინასწარ განსაზღვრონ მოსალოდნელი ომი, მოგვაწოდონ ინფორმაცია მტრის სამხედრო ტექნიკის შესახებ, მოსალოდნელი ან მიმდინარე ომის შესახებ“.