
პოლონელმა პოლიტიკოსმა ტომაშ ლეხ ბუჩეკმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს გაუგზავნა არცახელი სომხების წინააღმდეგ აზერბაიჯანის სამხედრო დანაშაულების შესახებ პუბლიკაციის პირველი ეგზემპლარი.
მან პუბლიკაციას დაურთო წერილი ილჰამ ალიევის მისამართით, რომელშიც ის სომეხი ტყვეების განთავისუფლებას ითხოვდა.
წერილში ნათქვამია:
”პირველ რიგში, მე მოგმართავთ აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების თხოვნით. მათ სახლში ელიან სასოწარკვეთილი ოჯახები – დედები, ცოლები და შვილები. მათი განთავისუფლება დიდი ისტორიული მნიშვნელობის საკითხი იქნებოდა, რომელიც მსოფლიოს უჩვენებდა მშვიდობისკენ სწრაფვას.
მე ასევე გთხოვთ ტყვედ აყვანილთა ზუსტ რაოდენობას და საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მე ასევე მოგიწოდებთ სამართლებრივი ზომები მიიღოთ აზერბაიჯანის იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები ყარაბაღის კონფლიქტის დროს საერთაშორისო კონვენციების, აგრეთვე აზერბაიჯანის კანონების დარღვევით.
პატივისცემით, ტომაშ ლეხ ბუჩეკი”. გასულ კვირას სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში ტომაშ ლეხ ბუჩეკმა თქვა, რომ მას ათასობით მუქარა მიუღია აზერბაიჯანისგან, არცახელი სომხების წინააღმდეგ აზერბაიჯანის სამხედრო დანაშაულების შესახებ ბროშურის გამოქვეყნების განზრახვის გამო. მისი სოციალური ქსელის ანგარიშების გატეხვის უამრავი მცდელობა განხორციელდა.
