
არცახის ომის შემდეგ, არაერთი ეკლესია და მონასტერი დარჩა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. ბევრს აინტერესებს ბევრისთვის საყვარელი ეკლესიებისა და მონასტრების ბედი, როგორიცაა დადივანქი, მწვანე საყდარი, ღაზანჩეცოცი. „Sputnik სომხეთი“ ესაუბრა საპატრიარქოს საინფორმაციო სისტემის დირექტორს ვაჰრამ მელიქიანს. მისის სიტყვებით IV-VII საუკუნეების დაახლოებით 130 სიწმინდე, ათასობით ხაჩქარი, საეკლესიო ჭურჭელი და წმინდა ხატები დარჩნენ აზერბაიჯანის მხარეს.
მისივე თქმით, როგორც ომის, ასევე ომისშემდგომ პერიოდში ჩვენ მოწმე გავხდით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოების, სადაც ჩანს ტაძრებისა და ქვისჯვრების შეურაცხყოფა.
„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ ბარბაროსობაზე, რომლის ზოგიერთ ნიშანს უკვე ვხედავთ. ამ პროცესს სომხური მხარისგან სჭირდება მუდმივი ძალისხმევა. უკვე შეიმჩნევა სხვა შემაშფოთებელი მოვლენაც: აზერბაიჯანული მხარე ცდილობს დაამახინჯოს ისტორიული მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია არცახში ჩვენი სიწმინდეების იდენტიფიკაციასა და კუთვნილებასთან, ამასთან დაკავშირებით უნდა ვიმუშაოთ, რომ რეალობა წარვუდგინოთ მსოფლიოს და დავიცვათ სიმართლე“, – ამბობს მოძღვარი ვაჰრამი ( მელიქიანი).
რაც შეეხება დადივანქის “ხსნას”, მოძღვარმა თქვა, რომ 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების შემდეგ საფრთხის პირას მყოფი მონასტრის გადასარჩენად, სრულიად სომეხთა პატრიარქმა მიმართა თავის სულიერ ძმას, სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილე I მოსკოვში, მხარი დაეჭირა სამონასტრო კომპლექსის შენარჩუნებაში. ამრიგად, დადივანქი მოლაპარაკებების საგანი გახდა. შედეგად, პატრიარქ კირილის შუამავლობის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა ისტორიული დადივანქის ამჟამინდელი სტატუსის დაფიქსირება, სადაც ჩვენი სასულიერო პირები დღემდე აგრძელებენ სამსახურს.