მთავარისაზოგადოება

საპროტესტო აქცია თბილისში. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან ცარიელი მაცივარი მიიტანეს

სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტთან ცარიელი მაცივარი მიიტანეს, რომელზეც ეწერა: “ხალხს შია”, იუწყება ,,ნოვოსტი-გრუზია“.

საპროტესტო აქცია  რუსთაველის გამზირზე გამართა მოძრაობამ “გაერთიანებული ახალგაზრდობა საქართველოსთვის”. ასამდე ადამიანმა გააპროტესტა ქვეყანაში არსებული შეზღუდვები და მოითხოვა მათი მოხსნა.

”მაცივარმა დაკარგა ფუნქცია და ასე თითქმის ყველა ოჯახში. ამიტომ ჩემი მოწოდება არის ეკონომიკის გახსნა. მათ 1 თებერვლამდე აქვთ ვადა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ – ერთმა მომიტინგემ.

იგივე მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისში, თავისუფლების მოედანზე.

აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე აქცია გამართეს ქუთაისში. მათ მოუწოდეს მოხსნას შეზღუდვები სექტორების საქმიანობაზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან.

რესტორნების და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლებმა დაუმორჩილებლობის მუქარა გამოხატეს. თუ ხელისუფლებამ 1 თებერვლამდე არ წარმოადგინა ეკონომიკის გახსნის მკაფიო გეგმა, ისინი პირობას დებენ, რომ განაახლებენ მუშაობას შეზღუდვების გაუთვალისწინებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button