მოსკოვში დასრულდა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების შეხვედრა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის დონეზე. ამის შესახებ იუწყება რუსეთის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი მუშაობის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც გამომდინარეობს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მე -9 პუნქტიდან, ისევე როგორც 2021 წლის 11 იანვრის განცხადების მე –2, მე –3, მე –4 პუნქტების სისრულეში მოყვანიდან.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოაყალიბებენ შემდეგ საექსპერტო ქვეჯგუფებს:
– სარკინიგზო, საავტომობილო და კომბინირებული ტრანსპორტირებისთვის,
– ტრანსპორტირების უზრუნველყოფის საკითხებისათვის, მათ შორის: უსაფრთხოების, სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარული, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საექსპერტო ქვეჯგუფების ფორმირებას დაასრულებენ 2021 წლის 2 თებერვლამდე, ხოლო მათი პირველი შეხვედრები უნდა გამართონ 2021 წლის 5 თებერვლამდე.
ასევე გადაწყდა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის ჩატარება მოსკოვში. თარიღს თანათავმჯდომარეები შეათანხმდებიან სამუშაო წესით.
მონაწილეობა მიიღეს სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა, რუსეთის ვიცე პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა და აზერბაიჯანის ვიცე პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა.