მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღში მუშაობა დაიწყო რუსულ-თურქულმა მონიტორინგის ცენტრმა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი გაიხსნა აზერბაიჯანის აღდამის რაიონის ქიამადდინლის დასახლების ტერიტორიაზე, იუწყება ინტერფაქსი.

”ცენტრი შეაგროვებს, შეაჯამებს და გადაამოწმებს ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის შესახებ და მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმებების დარღვევით მოქმედებებზე”, –  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განუცხადა ჟურნალისტებს.

უწყების ცნობით, კონტროლი განხორციელდება უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენებით, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების შეფასებით.

ცენტრის პერსონალი წარმოდგენილია თანასწორობის პრინციპით – თითოეული მხრიდან 60-მდე სამხედრო მოსამსახურე. მას პირდაპირი კავშირი აქვს დაპირისპირებული მხარეების სამხედრო მეთაურობის ორგანოებთან და რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შტაბებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button