გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა მოითხოვეს სასწრაფოდ გაათავისუფლონ მთიანი ყარაბაღის ომის ტყვეები, ისევე როგორც დააბრუნონ დაღუპულთა ცხედრები, რათა მათმა ოჯახებმა შესძლონ მათი დასაფლავება ტრადიციების შესაბამისად. ამის შესახებ იუწყება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი.
„ყველას, ვისაც კონფლიქტის შედეგად აღეკვეთა თავისუფლება უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, ხოლო მოკლულთა ნათესავებს შესაძლებლობა მიეცეთ მიიღონ თავიანთი ახლობლების ნეშტი 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად”, თქვეს ექსპერტებმა.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იღებდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ სამხედრო ტყვეებსა და სხვა პატიმრებს გასამაღთლების გარეშე კლავდნენ, ძალადობას და არასათანადო მოპყრობას განიცდიდნენ.
„არანაირი განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს საომარი მდგომარეობა, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა თუ სხვა საგანგებო მდგომარეობა, ვერ ამართლებს წამებას და იძულებითი გაუჩინარებას. სამხედრო ქმედებების დროს ასეთი შემთხვევები შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულად”, – თქვეს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა.
ისინი განსაკუთრებით აღშფოთებული იყვნენ ცხედრების დასახიჩრების ფაქტთან დაკავშირებით. ორივე მხარემ დაიწყო სამხედრო ტყვეების და სხვა სახის ტყვეების დაბრუნება. ჩვენ მათ მოვუწოდებთ მათ გააკეთონ ეს „ყველა ყველაზე“ პრინციპის დაცვით. გაარკვიონ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედი და ღირსეულად მოექცნენ მიცვალებულთა სხეულებს, ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტებმა მოუწოდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ჩაატარონ სრული, გადაუდებელი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება კონფლიქტის დროს და მის შემდეგ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების შესახებ, დაეკისრონ ორგანიზატორების პასუხისმგებლობა და დაზარალებულთა კომპენსაცია. განცხადების ბოლოს ნათქვამია რომ მომავალში, “ისინი განაგრძობენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის ხელისუფლებასთა, და თვალყურს ადევნებენ სიტუაციას”.