
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. როგორც იუწყება „ტასს“-ი, ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„დღეს ყველასთვის აშკარაა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი ნამდვილად არ მოგვარებულა, მაგრამ ახლა ამის განხილვა არ შეიძლება, რადგან შეიძლება ამან კონფლიქტის გამწვავება გამოიწვიოს”, -თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ მხარეთა პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებულია, დებატებიც კი მიმდინარეობს სომხეთის შიგნით.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, სომხეთმაც კი არ ცნო ყარაბაღის დამოუკიდებლობა და აცხადებს, რომ ”უმჯობესია გადაიდოს სტატუსის საკითხიო.”
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ დადებითად შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ”ეს ძალიან დელიკატური სამუშაო იყო, რომელსაც ერთ დღეს თვალყურს ვადევნებდი. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი საათობით საუბრობდა კონფლიქტის ყველა მხარესთან, რომ არა მის მიერ ჩატარებული მუშაობა, პირდაპირ რომ ვთქვათ, კონფლიქტი შეიძლება გაგრძელებულიყო აქამდეც. ეს უდიდესი ამოცანაა, რომლისთვისაც აზერბაიჯანიც და სომხეთიც მადლიერები უნდა იყვნენ რუსეთის პრეზიდენტის”, – თქვა მედვედევმა.
მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტის აქტიური ეტაპი შეჩერებულია, ”სიტუაცია ზოგადად მშვიდია, რაც მთავარია, ადამიანები არ იღუპებიან, არსებობს განვითარების შესაძლებლობა”.