მთავარიპოლიტიკა

ორი აზერბაიჯანელი სამხედრო გაათავისუფლეს რუსი სამშვიდობოების შუამავლობით

რუსი სამშვიდობოების შუამავლობით გაათავისუფლეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 2021 წლის 30 იანვარს დააკავა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სიუნიქის რაიონის ტეღის დასახლების ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის 30 იანვარს, აზერბაიჯანული მხარის თხოვნით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის (სპეციალური დანიშნულების) სამედიცინო რაზმმა ვანქის დასახლებული პუნქტიდან გამოიყვანა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 16 ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურე და გადასცა აზერბაიჯანელ ექიმებს.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის არეალში შესაძლო ინციდენტების პრევენციაზე მიმართული ძალსიხმევების კოორდინაციის მიზნით უწყვეტი თანამშრომლობა ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button