მთავარიპოლიტიკა

რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი ფორმალური სტრუქტურის შთაბეჭდილებას ტოვებს

ვებსაიტ   “რაზმინფოს”  ექსპერტმა ჰაიკ ხაჩიკიანმა „Sputnik სომხეთის“ ეთერში ისაუბრა აღდამში ამ ცოტა ხნის წინათ  გახსნილ რუსულ-თურქულ მონიტორინგის ცენტრზე.

ჰაიკ ხაჩიკიანმა მოსაზრება გამოთქვა, რომ როგორც  მედიაში იქმნება შთაბეჭდილება, ცენტრი მდებარეობს აღდამში, მაგრამ სინამდვილეში ის იქ არ არის, თუმცა იგი ტექნიკურად აზერბაიჯანის მხარეს მდებარეობს.   უფრო კონკრეტულად, მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა აღმოსავლეთით სოფელ მარზილუში, სადაც ადრე სომხური პოზიციები იყო.

„გასაგებია, რომ წარსულში ისინი არ აშენებდნენ ბაზას პოზიციიდან ასეთ მანძილზე, რაც ლოგიკურიც იყო. მე არ ვფიქრობ, რომ მონიტორინგის ცენტრის ადგილმდებარეობა სიმბოლურია, არა მგონია, რომ ბაზის მშენებლებს ასეთი გათვლები ჰქონოდათ, ის უბრალოდ აზერბაიჯანის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განათავსეს”,  – თქვა ექსპერტმა.

კითხვაზე,  სურს თუ არა აზერბაიჯანს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს სომხურ მხარეზე აღდამში მონიტორინგის ცენტრის შექმნით,  ჰაიკ ხაჩიკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ომამდე აზერბაიჯანელებს მსგავსი ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ, ახლა მოსალოდნელია, რომ  სამშენებლო სამუშაოები არა მხოლოდ აღდამში, არამედ სხვა მომიჯნავე რაიონებშიც განხორციელდება და  აზერბაიჯანული მედია მუდმივად დაწერს და ისაუბრებს მათზე.

რაც შეეხება თურქეთის ყოფნას, ექსპერტის აზრით, ეს უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ფარგლებში, რომ არ არის ცნობილი თურქების სამომავლო გეგმები, ასევე არ არის ცნობილი, თუ რომელ სხვა ადგილებში განთავსდება თურქული ნაწილები  მომავალში.

მისი თქმით, მონიტორინგის ცენტრი ჯერჯერობით  ტოვებს ფორმალური სტრუქტურის შთაბეჭდილებას და მომავალში შესაძლებელი იქნება სწორი  შეფასების გაკეთება.

ნახეთ მეტი
Back to top button