პოლიტიკა

სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნამ შესაძლებელია სომხეთში ახალი პრობლემები გამოიწვიოს

გზების განბლოკვა სომხეთისთვის არა მხოლოდ არახელსაყრელია, არამედ საკმაოდ დიდ რისკებსაც შეიცავს. „Sputnik სომხეთთან“ საუბრისას ასეთი აზრი გამოთქვა თურქოლოგმა,  ტირან ლოკმაგიოზიანმა.

ლოქმაგიოზიანი შეახსენებს ყველა მაგანს,  ვინც გახარებულია ახალი გზების გახსნით, რომ   მანამდეც  გვქონდა  მეზობელ ქვეყნებთან  დამაკავშირებელი სახმელეთო გზები.

ზამთრის თვეებში, რა თქმა უნდა, საქართველოში გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანში გამავალი გზები გლუვი იქნება. გარდა ამისა, მისივე თქმით, 20-30 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გვირაბის მშენებლობა და  საკითხი მთლიანად გადაწყდებოდა.

თურქოლოგს ახსოვს, რომ წლების წინ, როდესაც ბევრს აღაფრთოვანებდა თურქეთთან გზის გახსნის ამბები,  ის მაშინაც შეშფოთებას გამოხატავდა და წარმოადგენდა საკუთარ გათვლებს.

”რა გარანტია გვაქვს, რომ თურქეთი არ აამაღლებს ფასებს სომხეთისათვის, არ დახურავს გზებს, არ შექმნის სირთულეებს.  ხოლო ჩვენ ვაძლევთ გარანტიებს, ვუთმობთ ჩვენს ტერიტორიას და კონტროლი მასზე ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს დიდი  პრობლემაა”, – თქვა თურქოლოგმა.

მისი აზრით, ამჟამინდელ მთავრობას არ შეუძლია ან არ სურს ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემების გადასაჭრელად. უფრო მეტიც, მისი შეფასებით, მათი უგულებელყოფა ხდება   მიზანმიმართულად. როგორც თურქოლოგი ამბობს, ასე  მოხდა ტყვეების შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ გადავეცით ტყვეები „ყველა ყველაზე“ პრინციპით, მაგრამ ამჟამად ჩვენი ბიჭები კვლავ აზერბაიჯანის ციხეში არიან, სადაც მათი ტანჯვა-წამება გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button