პოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანის განცხადება ყაზახის რეგიონის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ 2 თებერვალს, დაახლოებით 5 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს ყაზახის რეგიონში, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო-საბრძოლო ბაზაზე.

”ეს აბსოლუტური სიცრუეა”, – აცნობეს „Sputnik სომხეთს“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  მიიღეს ერთობლივი განცხადება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button