მთავარისაზოგადოება

ღონისძიება, რომლის გამოტოვება არ შეიძლება – «Astronomy» შეეხო ერევანში STARMUS-ის მე-6 ფესტივალს

ავტორიტეტულმა  ჟურნალმა  «Astronomy» -მ, რომელიც მოიცავს ასტრონომიისა და ასტრონავტიკის აქტუალურ თემებს და ის  მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყველაზე მეტად კითხვადი,   2020 წელს დეკემბრის ნომერში  სპეციალური სტატია მიუძღვნა 2021 წელს სომხეთში ჩჩასატარებელ  მეცნიერებისა და ხელოვნების STARMUS-ის  მე -6 საერთაშორისო ფესტივალს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 6-11 სექტემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში შეიკრიბებიან მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, ასტრონომები და მხატვრები, რომლებიც განიხილავენ უახლეს აღმოჩენებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მე -6 STARMUS ფესტივალი მოეწყობა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის ეგიდით და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.

  “სომხეთი არის ქვეყანა, სადაც სამეცნიერო ტრადიციებს ათასობით წლის ისტორია აქვს”, – ამბობს ჟურნალი “ასტრონომია” და მკითხველებს, რომლებიც სომხეთში ჩასვლას აპირებენ STARMUS-ის  ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად სთავაზობს მოინახულონ რამდენიმე საინტერესო ადგილი, მათ შორის ქარაჰუნჯი, სისიანის ისტორიის მუზეუმი, მეწამორის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალი-მუზეუმი, ბიურაკანის ობსერვატორია და ა.შ.

„წინა მე-5,  STARMUS ფესტივალი უბრალოდ აღუწერელი ხასიათის იყო, მაგრამ STARMUS- 6 გვპირდება, რომ მას აჯობებს. თქვენ არა მხოლოდ მოუსმენთ მეცნიერებსა და ასტრონავტებს, არამედ შესაძლებლობა გექნებათ მათთან ურთიერთობისა  ღონისძიების დროს.   და ეს ყველაფერი მოხდება მშვენიერ ერევანში. ეს არის მოვლენა, რომლის გამოტოვება არ შეიძლება”, – ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button