მთავარიპოლიტიკა

ეკლესიის და სამშობიაროს დანაშაულებრივი დაბომბვა, აკრძალული იარაღის გამოყენება. ესპანელი ჟურნალისტი ამხელს აზერბაიჯანულ სიყალბეს

ესპანელმა ჟურნალისტმა პაბლო გონსალესმა, რომელიც არცახში მუშაობდა ბოლო ომის დროს, ისაუბრა აზერბაიჯანულ მედიაში მისი მხილებებით გამოწვეულ აურზაურზე. ესპანელი ჟურნალისტი Lenta.ru- სთვის მიცემულ ინტერვიუში სათითაოდ შეეხო აზერბაიჯანული მედიის ციტირებებსა და მიკერძოებულ კომენტარებს. პაბლო გონსალესმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში დეტალურად აღწერა მისი ჩანაწერები და შთაბეჭდილებები ომის დროს.

”ყველაზე ციტირებული ნაწილია მარტაკერტი და დაბომბვის სიზუსტე. ბევრი სამოქალაქო სტრუქტურა დაზიანდა მარტაკერტში, ისინი არ წარმოადგენდნენ სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს. სუ -25 დაბომბვები, რომლების შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას, არც თუ იმდენად ზუსტიიყო. მდგომარეობა უარესი იყო მარტუნში, სადაც დაახლოებით 1050 შენობიდან დაზიანდა 850, რომელთაგან 350 -ს სერიოზული დაზიანება აქვს, 56 – ის აღდგენა ვერ მოხერხდება და 48 ადამიანი დაიღუპა. სტეფანაკერტშიც აზერბაიჯანელები ურტყამდნენ სამოქალაქო ობიექტებს. ”სამშობიარო სახლზე დარტყმა ამის ნათელი დასტურია”, – აღნიშნა პაბლო გონსალესმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ესპანელი ჟურნალისტის თქმით, მას სხვა შემთხვევებზე საუბარი ვერ მოუხერხდა, მაგრამ ურჩევნია შეეხოს შუშის ეკლესიის კრიმინალურ დაბომბვას, როდესაც ერთ დღეში ორი თავდასხმა მოხდა, რამდენიმე საათის ინტერვალით.

”მე იმ ორ დარტყმას შორის ვიყავი. მინდა გამოვყო აკრძალული იარაღის გამოყენება, რასაც ვციტირებ ტექსტში, მაგრამ ამაზე აზერბაიჯანული პრესა არ მიუთითებს. ან ხანდაზმული ქალის შემთხვევა ჰადრუთში, როდესაც ის უპილოტო მფრინავი აპარატის დარტყმას ემსხვერპლა. ქალი თავის ბაღში იმყოფებოდა, ცხადია, არანაირი კანონიერი სამიზნე არ ყოფილა, ეს არის დანაშაული, რომლის გამოძიება საჭიროა. კიდევ ერთი მაგალითი, სტეფანაკერტის სამშობიარო სახლის დაბომბვა, შენობა ძალზე შორს იყო სამხედრო ობიექტებისგან. ყარაბაღის კონფლიქტის დროს სექტემბრიდან ნოემბრამდე ათობით ასეთი შემთხვევაა”, – აღნიშნა მან.

ბოლოს, პაბლო გონსალესი სთავაზობს ხალხს დაათვალიერონ მისი ნამუშევრები, ფოტოები, ვიდეოები კონფლიქტის დროს, რათა მათ უკეთ იმსჯელონ მისი საქმიანობის შესახებ და არ იხელმძღვანელონ მხოლოდ ინტერვიუთი, რომელშიც შეუძლებელია ყველაფრის მოცვა.

ნახეთ მეტი
Back to top button