მთავარიპოლიტიკა

ეღიშე კირაკოსიანი ელოდება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააფიქსირებს აზერბაიჯანის სამართალდარღვევებს და დაავალდებულებს მას კომპენსაციის ანაზღაურებას

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ეღიშე კირაკოსიანი ელოდება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  დეტალურად განიხილავს აზერბაიჯანის წინააღმდეგ საჩივარში სომხეთის მიერ  წარმოდგენილ არგუმენტებს და დააფიქსირებს მის მიერ ჩადენილ დარღვევებს. კირაკოსიანმა “არმენსპრესთან” საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არის ფართომასშტაბიანი მუშაობის შედეგი, რომელიც მოიცავს არცახის და სრ-ის მოსახლეობის სიცოცხლის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან თავის შეკავების, ხელშეუხებლობის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და მთელ რიგ სხვა უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ არგუმენტებს.

”დარღვევების მოცულობა ძალიან დიდია, ამიტომ მოთხოვნები დეტალურად არის წარმოდგენილი. საბოლოო მოლოდინი არის გარკვეული კომპენსაცია კონკრეტული პირების უფლებების დარღვევისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ქონებრივ, ასევე  არაქონებრივ ზარალზე”, – აღნიშნა კირაკოსიანმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  შეტანილ საჩივარს და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, კირაკოსიანი სომხეთის მიერ შეტანილ საჩივარს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის თანახმად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აზერბაიჯანის საჩივარს სამართლებრივი მხრივ გააჩნია საკმარისი ნაკლოვანებები  და პრობლემები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

”ვფიქრობ, აზერბაიჯანის საჩივარი უსაფუძვლოა, როდესაც საჩივარზე პასუხს წარმოვადგენთ, იგი გამოყენებული იქნება მათ წინააღმდეგ”, – აღნიშნა კირაკოსიანმა.

კითხვაზე არსებობს თუ არა აზერბაიჯანის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობის სავარაუდო გაანგარიშება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სომხეთის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ გაანგარიშებებზე საუბარი ნაადრევია, ეს გაკეთდება შემდეგ ეტაპებზე, როდესაც სასამართლო განიხილავს საქმეს.

ნახეთ მეტი
Back to top button